მეცხრე დღეს თავი მოვუყარეთ შესწავლილ მასალას დავასრულეთ პროექტზე დაფუძნებული სწავლების კურსი.ძალიან საინტერესო სამუშაო იყო.გავეცანით უამრავ ახალ აქტივობას,რომელსაც გამოვიყენებ შემდგომ საქმიანებაში.პროექტზე დაფუძნებული სწავლება უფრო საინტერესოს და სახალისოს გახდის მოსწავლეებისათვის.შევქმენი და ვაწარმოე ელექტრონული პორტფოლიო
Sunday, May 17, 2015
Saturday, May 16, 2015
მერვე დდღე
დღეს ვისაუბრეთ როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო პროცესში,ასევე ვიმსჯელეთ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.ვიმუშავეთ ჯგუფების შექმნაზე.
Tuesday, May 12, 2015
მეშვიდე დღე
დღეს განვიხილეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები, ვისწავლეთ პოვერპოინტში ნამუშევრის ბლოგზე განთავსება და ინტერნეტში განთავსება,განვიხილეთ მასწავლებლის ჩანაწერების ჟურნალის შევსება.
Sunday, May 10, 2015
მეექვსე დღე
დღეს ძალიან საინტერესო დღე იყო,ვიმსჯელეთ რამდენად დაგვეხმარება მოსწავლის ნამუშევრების ნიმუშის შექმნა პროექტის ფარგლებში ჩემი მოლოდინების გამოკვეთასა და სასწავლო პროცესის დაგეგმვაში, ვიმსჯელეთ როგორ უნდა ვუზრუნველყოთ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეთა მიერ სასწავლო მიზნების მიღწევა. ვიმუშავეთ powerpoint-ში
Saturday, May 9, 2015
მეხუთე დღე
ერთმანეთს გავუზიარეთ სასწავლო პროექტის პროფილის პრეზენტაციები,შევისწავლეთ საავტორო უფლებების კანონმდებლობა და სამართლიანი გამოყენება,გავეცანით ინტერნეტრესურსებს,რომლებსაც გამოვიყენებთ კვლევაში და თანამშრომლობის პროცესში
Sunday, May 3, 2015
მეოთხე დღეს დღეს მოსვლისთანავე მოვახდინეთ სასწავლო გეგმის სწორად ჩამოყალიბების შესახებ იდეების გაზიარება, ვცდილობდით ერთმანეთის თემის ირგვლივ სწორად ჩამოგვეყალიბებინა მიზნები და ამოცანები, ვისწავლეთ რა რესურსების გამოყენება შეგვიძლია,დავამუშავეთ შეფასების სტრატეგიები.მოვიფიქრეთ იდეები შეფასების გეგმის ფარგლებში საჭიროების განსაზაზღვრად
Subscribe to:
Posts (Atom)